- კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში – დასწრებულად
და დისტანციურად - ონლაინ მონაწილეობა უზრუნველყოფილი იქნება (Zoom-ის პლატფორმის
საშუალებით, რომლის ბმული მონაწილეებს მიეწოდებათ კონფერენციის
დაწყების წინ) - კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
მნიშვნელოვანი თარიღები:
2024 წლის 15 ოქტომბერი – რეგისტრაციის ბოლო ვადა
2024 წლის 20 ოქტომბერი – დასრულებული ნაშრომის გამოგზავნა
ელ. ფოსტის მისამართზე: conference@gtu.ge
2024 წლის 28 ოქტომბერი – შეტყობინების მიღება მონაწილეობის შესახებ, თქვენ მიერ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე
საყურადღებოა:
- 2024 წლის 30 ოქტომბერს კონფერენციის ვებ. გვერდზე დაიდება პროგრამა
- მოხსენების/პრეზენტაციის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები;
- საორგანიზაციო კომიტეტი წინასწარ გამოაქვეყნებს კონფერენციაზე
წარმოდგენილ ყველა იმ მოხსენებას, რომლებიც გაივლის ექსპერტიზას; - კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის რეკომენდაციით
შერჩეული მოხსენებები დაიბეჭდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ჟურნალში, რომელსაც აქვს ISBN, Doi და Google Scholar ბაზაში ინდექსირება.
რეგლამენტი:
- პლენარულ სხდომაზე მოხსენებისათვის – 20 წთ
- სექციურ სხდომებზე გამოსვლისათვის – 15 წთ
- დისკუსია – 7 წთ
ნაშრომის გაფორმების წესი:
- 4 – 8 გვერდი, ელ. ვერსია (ავტორების რაოდენობა – მაქს. 3 ავტორი),
ნაშრომის დასახელების შემდეგ, მომდევნო სტრიქონებზე,
წარმოდგენილი უნდა იყოს ავტორი/ავტორები – სახელი, გვარი,
აფილირება – უნივერსიტეტის დასახელება (Sylfaen /Arial =12), ავტორთა
ელ. ფოსტის მისამართები - რეზიუმე სტატიის ენაზე (გთხოვთ გაითვალისწინეთ, ქართულ ენაზე
შესრულებული ნაშრომისთვის რეზიუმე, ნაშრომის დასახელება და ავტორების
შესახებ ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ
ასევე ინგლისურ ენებზე)
სტატია უნდა შეიცავდეს:
- რეზიუმე – 150-200 სიტყვა
- საკვანძო სიტყვები – 3/5 სიტყვა;
- შესავალი, მეთოდოლოგია, ძირითადი ნაწილი, დასკვნა
- გამოყენებული ლიტერატურა
ტექნიკური მოთხოვნები:
- MS Word, A4-ფორმატი, არეები 2,2 სმ.
- ნაშრომის სათაური – (Arial =14/B)
- ინფორმაცია ავტორის/ავტორების შესახებ – Sylfaen =12
- ქართული ძირითადი ტექსტი Sylfaen =11, ინგლისური – Arial =11,
სტრიქონთშორისი დაცილება =1.15 - გრაფიკული მასალა JPG, GIF ან BMP ფაილები
- სტატიის გადმოგზავნა ელ-ფოსტით, მისამართზე: conference@gtu.ge
- სერტიფიკატები გაიცემა ყველა ავტორისთვის, ციფრული / ნაბეჭდი ფორმატით
- კონფერენციის ვებგვერდი: https://conference2024.ims.gtu.ge/
- კონტაქტი: conference@gtu.ge