დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა (HTW) უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკური უნივერსიტეტია, რომელიც მდებარეობს დრეზდენში, საქსონიაში, იგი დაარსდა1992 წელს.

უნივერსიტეტში ხორციელდება, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები, რომლებიც ფოკუსირებულია პრაქტიკულ განათლებაზე და მოიცავს სხვადასხვა  სასწავლო გეგმებს, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ინდუსტრიის მოთხოვნებზე.

უნივერსიტეტში არის  საინჟინრო, ინფორმატიკისა და დიზაინის, ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტები.

უნივერსიტეტს აქვს მჭიდრო კავშირი ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება სწავლის პერიოდში და უკეთ მოემზადონ პროფესიული კარიერისთვის.

HTW Dresden ასევე აქტიურად არის ჩართული კვლევებში და ინოვაციებში, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, მობილური კომუნიკაციები და მანქანათმშენებლობა.

დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა (HTW) უნივერსიტეტი გამოირჩევა საერთაშორისო კავშირებით, იგი თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ ქვეყენასთან, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აკავშირებს  თანამშრომლობის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.htw-dresden.de/en/