საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უდიდესი ტექნიკური სასწავლებელია საქართველოში. იგი მდებარეობს დედაქალაქ თბილისში და უკვე მრავალი ათწლეულია, წარმოადგენს ქვეყნის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სფეროში განათლებისა და კვლევების მთავარ ცენტრს.

სტუ დაარსდა 1922 წელს, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი. 1928 წელს ის დამოუკიდებელ ტექნიკურ ინსტიტუტად გადაიქცა, 1990 წელს კი მიიღო უნივერსიტეტის სტატუსი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს 13 ფაკულტეტზე,  რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტექნიკურ, სამეცნიერო და საინჟინრო დისციპლინებს:

  • სამშენებლო
  • ენერგეტიკა
  • სამთო-გეოლოგიური
  • ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგია
  • სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერია
  • არქიტექტურა, ურბანისტიკა და დიზაინი
  • სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები
  • ინფორმატიკისა და მართვის სისტემები
  • დიზაინის საერთაშორისო სკოლა
  • აგრარული მეცნიერებები და ბიოსისტემების ინჟინერინგი
  • ბიზნესტექნოლოგიები
  • საინჟინრო ეკონომიკა, მედიატექნოლოგიები და სოციალური მეცნიერებები
  • მთის მდგრადი განვითარება

სტუ აქტიურად არის ჩართული კვლევებსა და ინოვაციებში, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა საინჟინრო ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ენერგეტიკა და ეკოლოგია. უნივერსიტეტი თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კვლევით ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ უახლეს სამეცნიერო პროექტებში.

სტუ -ს აქვს პარტნიორობა მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტთან, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში და მიიღონ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. უნივერსიტეტი ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კომპანიებთან, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის კვლევებისა და პრაქტიკული სწავლების მიმართულებით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს აქტიურ და მრავალფეროვან სოციალურ და კულტურულ ცხოვრებას. არსებობს მრავალი სტუდენტური ორგანიზაცია და კლუბი, რომლებიც ეხმარება სტუდენტებს პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარებაში.