2024 წლის 1 და 2 ნოემბერს მესამედ გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია “თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2024”
კონფერენცია ტარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა (HTW) უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით.

კონფერენცია გაიხსნება 2024 წლის 1 ნოემბერს, 10:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ  გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია