
ჩანაწერები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უდიდესი ტექნიკური სასწავლებელია საქართველოში. იგი მდებარეობს დედაქალაქ თბილისში და უკვე მრავალი ათწლეულია, წარმოადგენს ქვეყნის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სფეროში განათლებისა და კვლევების მთავარ ცენტრს. სტუ დაარსდა 1922 წელს, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი. 1928 წელს ის დამოუკიდებელ ტექნიკურ ინსტიტუტად გადაიქცა, 1990 წელს კი მიიღო უნივერსიტეტის სტატუსი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი […]
დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა (HTW) უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკური უნივერსიტეტია, რომელიც მდებარეობს დრეზდენში, საქსონიაში, იგი დაარსდა1992 წელს. უნივერსიტეტში ხორციელდება, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები, რომლებიც ფოკუსირებულია პრაქტიკულ განათლებაზე და მოიცავს სხვადასხვა სასწავლო გეგმებს, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ინდუსტრიის მოთხოვნებზე. უნივერსიტეტში არის საინჟინრო, ინფორმატიკისა და დიზაინის, ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტები. უნივერსიტეტს აქვს მჭიდრო კავშირი ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება სწავლის პერიოდში და უკეთ მოემზადონ პროფესიული კარიერისთვის. HTW Dresden ასევე აქტიურად არის ჩართული კვლევებში და ინოვაციებში, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, მობილური კომუნიკაციები და მანქანათმშენებლობა. დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა (HTW) უნივერსიტეტი გამოირჩევა საერთაშორისო კავშირებით, იგი თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ ქვეყენასთან, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აკავშირებს თანამშრომლობის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.htw-dresden.de/en/
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში. უნივერსიტეტი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, და წარმოადგენს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მნიშვნელოვან ცენტრს რეგიონში. უნივერსიტეტი დაარსდა 1945 წელს, როგორც მასწავლებელთა ინსტიტუტი, მაგრამ 1990 წელს გადაკეთდა უნივერსიტეტად და მიიღო შოთა რუსთაველის სახელი. უნივერსიტეტს აქვს მდიდარი ისტორია და მნიშვნელოვან […]
საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია “თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2024” კონფერენცია ორგანიზებულია: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ თავმჯდომარე: პროფესორი დავით გურგენიძე თანათავმჯდომარე: პროფესორი თამარ ლომინაძე მოადგილეები: პროფესორი მარიო ნოიგებაუერი (გერმანია) პროფესორი იბრაიმ დიდმანიძე პროფესორი თალიკო ჟვანია კონფერენციის პროგრამული […]
