მთავარი კონფერენციის შესახებ კომიტეტები თემატიკა რეგისტრაცია ავტორებისთვის პროგრამა შრომები
საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია “თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2024”
1 – 2 ნოემბერი, 2024 თბილისი, საქართველო
მთავარი კონფერენციის შესახებ კომიტეტები თემატიკა რეგისტრაცია ავტორებისთვის პროგრამა შრომები

2024 წლის 1 და 2 ნოემბერს მესამედ გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია “თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2024”
კონფერენცია ტარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა (HTW) უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით.

კონფერენცია გაიხსნება 2024 წლის 1 ნოემბერს, 10:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ  გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია

ინფორმაცია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU)

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უდიდესი ტექნიკური სასწავლებელია საქართველოში. იგი მდებარეობს დედაქალაქ თბილისში და უკვე მრავალი ათწლეულია, წარმოადგენს ქვეყნის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სფეროში განათლებისა და კვლევების მთავარ ცენტრს. სტუ დაარსდა 1922 წელს, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი. 1928 წელს ის დამოუკიდებელ ტექნიკურ ინსტიტუტად გადაიქცა, 1990 წელს კი მიიღო უნივერსიტეტის სტატუსი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი […]

დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (HTWD)

დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა (HTW) უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკური უნივერსიტეტია, რომელიც მდებარეობს დრეზდენში, საქსონიაში, იგი დაარსდა1992 წელს. უნივერსიტეტში ხორციელდება, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები, რომლებიც ფოკუსირებულია პრაქტიკულ განათლებაზე და მოიცავს სხვადასხვა  სასწავლო გეგმებს, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ინდუსტრიის მოთხოვნებზე. უნივერსიტეტში არის  საინჟინრო, ინფორმატიკისა და დიზაინის, ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტები. უნივერსიტეტს აქვს მჭიდრო კავშირი ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება სწავლის პერიოდში და უკეთ მოემზადონ პროფესიული კარიერისთვის. HTW Dresden ასევე აქტიურად არის ჩართული კვლევებში და ინოვაციებში, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, მობილური კომუნიკაციები და მანქანათმშენებლობა. დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა (HTW) უნივერსიტეტი გამოირჩევა საერთაშორისო კავშირებით, იგი თანამშრომლობს ორმოცდაათზე მეტ ქვეყენასთან, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აკავშირებს  თანამშრომლობის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.htw-dresden.de/en/

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU)

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში. უნივერსიტეტი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, და წარმოადგენს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მნიშვნელოვან ცენტრს რეგიონში. უნივერსიტეტი დაარსდა 1945 წელს, როგორც მასწავლებელთა ინსტიტუტი, მაგრამ 1990 წელს გადაკეთდა უნივერსიტეტად და მიიღო შოთა რუსთაველის სახელი. უნივერსიტეტს აქვს მდიდარი ისტორია და მნიშვნელოვან […]

კონფერენციის შესახებ

საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია “თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2024”   კონფერენცია ორგანიზებულია: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ   თავმჯდომარე: პროფესორი დავით გურგენიძე თანათავმჯდომარე: პროფესორი თამარ ლომინაძე მოადგილეები: პროფესორი მარიო ნოიგებაუერი (გერმანია) პროფესორი იბრაიმ დიდმანიძე პროფესორი თალიკო ჟვანია   კონფერენციის პროგრამული […]

კომიტეტი
თემატიკა

თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2024 1-2 ნოემბერი 2024 თბილისი, საქართველო ორგანიზატორები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა (HTW) უნივერსიტეტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი თემები: თანამედროვე ტენდენციები ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები კომუნიკაცია, ქსელები და აპარატურული უზრუნველყოფა ხელოვნური ინტელექტი, გამოწვევები და შესაძლებლობები ციფრული ტექნოლოგიების გავლენა ეკონომიკურ და სოციალურ გარემოზე ინფორმაციული საზოგადოება მართვის სისტემები, ავტომატიზაცია […]

რეგისტრაცია

საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2024“   კონფერენციაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ 15 ოქტომბრამდე  გაიარეთ რეგისტრაცია. ბმულზე.     სარეგისტრაციო მოსაკრებელი: საქართველოს მოქალაქეებისთვის – 100 ლარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 80 USD მონაწილემ თანხა უნდა გადმორიცხოს შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საბანკო რეკვიზიტები (ლარის ანგარიში) მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში მიმღების ანგარიში / სახაზინო […]

ავტორებისთვის

კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში – დასწრებულად და დისტანციურად ონლაინ მონაწილეობა უზრუნველყოფილი იქნება (Zoom-ის პლატფორმის საშუალებით, რომლის ბმული მონაწილეებს მიეწოდებათ კონფერენციის დაწყების წინ) კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური მნიშვნელოვანი თარიღები: 2024 წლის 15 ოქტომბერი – რეგისტრაციის ბოლო ვადა 2024 წლის 20  ოქტომბერი  – დასრულებული ნაშრომის გამოგზავნა ელ. ფოსტის მისამართზე: conference@gtu.ge 2024 წლის 28 ოქტომბერი  – შეტყობინების მიღება მონაწილეობის შესახებ, თქვენ მიერ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე საყურადღებოა: 2024  წლის […]

სად გაიმართება კონფერენცია?
კონფერენცია გაიხსნება 2024 წლის პირველ ნოემბერს, 10:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში.
მნიშვნელოვანი თარიღები
საერთაშორისო მხარდაჭერა
მედიაფაილები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იმს ფაკულტეტი კონფერენცია 2023 კონფერენცია 2022